კალათბურთი

16:54 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: დერონი “კლივლენდის” კალათბურთელია

დერონ უილიამსი “კლივლენდ კავალიერსის” კალათბურთელია, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. დერონი “კავალიერსში” 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

“ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილე და აქედან საუკეთესო “კლივლენდი” ავირჩიე. როგორც ჩანს, გუნდში საკმაოდ სერიოზული როლი მექნება”- განაცხადა უილიამსმა.

უილიამსმა სეზონი “დალასში” დაიწყო, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.1 ქულას და 6.9 პასს აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11791