კალათბურთი

11:42 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეროზანის გადამწყვეტი ორქულიანი ბოლო წამზე, კარის ანტირეკორდი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდმა” შინ “მილოუკი” 102:95 დაამარცხა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა. ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა 24 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი. “მილოუკში” ბროგდონი 20 ქულით გამოირჩა. “კლივლენდი” 41 ქულით და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს.

“ნიუ იორკი” საკუთარ დარბაზში “ტორონტოს” დაუპირისპირდა. მატჩის ბოლო წამებზე ნიუ იორკელები 91:90 იგებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე ერთი წამით ადრე დემარ დეროზანმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ “ტორონტომ” 92:91 მოიგო.

“ფილადელფია” “გოლდენ სტეიტთან” 108:119 დამარცხა. სტეფ კარიმ პირადი ანტირეკორდი დაამყარა. მან მეტოქის ფარს პერიმეტრიდან 11 ჯერ შეუტია და რაც უნდა გასაკვირი იყოს, 11 სამქულიანიდან ვერცერთი ჩააგდო. აქამდე კარის ანტირეკორდი რვიდან ნული სამქულიანი იყო.

“კლივლენდი” – “მილოუკი” 102:95 (27:25, 25:25, 25:23, 25:22)

https://www.youtube.com/watch?v=3MIe-WuN29w

“ნიუ იორკი” – “ტორონტო” 91:92 (25:21, 28:19, 14:23, 24:29)

https://www.youtube.com/watch?v=cc96AaUDRY4

“ფილადელფია” – “გოლდენ სტეიტი” 108:119 (31:32, 25:27, 24:34, 28:26)

https://www.youtube.com/watch?v=kVaoo69FLqo

“ბოსტონი” – “ატლანტა” (98:114) 24:24, 23:27, 24:33, 27:30)

https://www.youtube.com/watch?v=nwmWwiiN6Zg

“დალასი” – “მაიამი” 96:89 (22:31, 33:23, 23:15, 18:20)

https://www.youtube.com/watch?v=Xsht7QNHUP8

“ჰიუსტონი” – “ინდიანა” 108:117 (31:20, 27:39, 22:28, 28:29)

https://www.youtube.com/watch?v=p2vv9MpcFYI

“საკრამენტო” – “მინესოტა” 88:102 (25:20, 19:40, 21:17, 23:25)

https://www.youtube.com/watch?v=HYZPpw9wHXs

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141164