ფეხბურთი

2:41 | 28.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ლესტერის” ახალი სიცოცხლე იღბლიანად დაიწყო

პრემიერლიგის არასრული 26-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “კინგ პაუერ სთედიუმზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ლესტერი” “ლივერპულს” დაუხვდა და 2017 წელს ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ “მელიების” ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან კლაუდიო რანიერი დაითხოვა და დღეს იტალიელი სპეციალისტის გარეშე პირველ შეხვედრას ატარებდნენ. მოქმედმა ჩემპიონებმა კრეიგ შექსპირის ხელმძღვანელობით მშვენიერი სადებიუტო მატჩი ჩაატარეს და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

ანგარიში 28-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ გახსნა, რომელიც ოლბრაიტონის დიდებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა და ინგლისელ ფორვარდს გატანა აღარ გასჭირვებია. ტაიმის ბოლოს დენი დრინკვოთერმა შორეული მანძილიდან შესანიშნავი გოლი შეაგდო და მასპინძლებს სერიოზული უპირატესობა მოუტანა.

მე-60 წუთზე ჯეიმი ვარდიმ თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა, ხოლო 68-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ პრესტიჟის ბურთი შეაგდო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 3:1.

“ლესტერმა” 24 ქულა დააგროვა და მე-15 საფეხურზე გადაინაცვლა. “მელიების” მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ისინი გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ. “ლივერპული” კი, 49 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება.

ლესტერი – ლივერპული 3:1 (2:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ფუქსი, სიმპსონი, ნდიდი, დრინკვოთერი, მაჰრეზი (დ.გრეი 80), ოლბრაიტონი (ჩიუელი 91), ვარდი, ოკაზაკი (ამარტი 69).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ლეივა (ვუდბარნი 84), მატიპი, კლაინი, მილნერი, ლალანა (ორიჯი 66), ჩანი, ვეინალდუმი, მანე (მორენო 66), კოუტინიო, ფირმინო.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 1:0, 3:0 ვარდი (28; 60), 2:0 დრინკვოთერი (39), 3:1 კოუტინიო (68)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108176