ფეხბურთი

19:53 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დასავლეთის თასი 2017: ბახმაროელთა დამაჯერებელი გამარჯვება

იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ "დასავლეთის თასი 2017"-ს გათამაშებაზე II ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი შედგა. წყალტუბოს "სამგურალი-2" ჩოხატაურს ეწვია, სადაც ადგილობრივი "ბახმარო" დაუხვდა. თამაში გურულების უპირატესობით წარიმართა, რომლებიც უკვე მე-16 წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ. მატჩის ბოლოს თემურ ლორიას შეგირდებმა (კერძოდ, ონისე ჩინჩალაძემ) ერთი გოლიც გაიტანეს და მეტოქეს საბოლოოდ 4:0 მოუგეს.

ტურნირის ბოლო მატჩი ხვალ ქუთაისშია დანიშნული. მასში "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ზესტაფონის "მარგვეთი" და ჩოხატაურის "ბახმარო" გაეჯიბრებიან (კალენდრის სიმჭიდროვე თებერვლის შუა რიცხვების დიდთოვლობის გამოა გამოწვეული).

ხვალვე წყალტუბოში პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 16:00 საათიდან ჩხოროწყუს "სამეგრელოსა" და ხონის "იმერეთის" პაექრობა დაიწყება. მეორე ნახევარფინალის ერთი მონაწილე კი უკვე გარკვეულია - "ტორპედო-2"-მა I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეტოქის მოლოდინშია.

27 თებერვალი. ჩოხატაური, "ბორის პაიჭაძე". 14:00 საათი. 100 მაყურებელი.
"სამგურალი-2" (წყალტუბო) - "ბახმარო" (ჩოხატაური) 0:4 (0:3)
"სამგურალი-2": სასტარტო - ბექა ფანცხავა, ავთანდილი კოხრეიძე, ნიკა ქუთათელაძე, ბესარიონი ლეშკაშელი, გიორგი ლოსაბერიძე, გიორგი ჩხაბერიძე, ნუგზარი კოპალიანი, ალეკო ფანცხავა (კაპ.), ავერიონი ყურაშვილი, პაატა ღვაჩლიანი, ირაკლი დვალი;
სათადარიგოები - ალექსანდრე ნუცუბიძე, ბექა კალანდია.
მთავარი მწვრთნელი: ზვიადი ქუთათელაძე.
"ბახმარო": სასტარტო - დათო კეკელიძე, კობა კუბლაშვილი, შიო ბაბუნაშვილი, სერგო ფირცხალაიშვილი, გია ქარჩილაძე, დათო ბახია, სოლო გუჯაბიძე, თემური შარაშენიძე (კაპ.), ზურა ქურდობაძე, ონისე ჩინჩალაძე, გიგა კვერენჩხილაძე;
სათადარიგოები - ირაკლი ჩხიკვაძე, ბადრი შარაშენიძე, მამუკა დოლიძე, ლაშა თენაძე.
მთავარი მწვრთნელი: თემურ ლორია.
გაფრთხილებები: ქუთათელაძე (27), კოხრეიძე (31), კოპალიანი (73).
გოლები: 0:1 თ. შარაშენიძე (10), 0:2 კვერენჩხილაძე (14), 0:3 თ. შარაშენიძე (15), 0:4 ჩინჩალაძე (86).
მსაჯები: ბექა კუნჭულია, ოთარი ნიჟარაძე, ბექა ქევანიშვილი (ყველა ქუთაისი).

irff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118405