ფეხბურთი

18:10 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა: "ლიგა1-ში უნდა დავბრუნდეთ"

საფრანგეთის ლიგა2-ში დღეს წრის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება: ჯაბა კანკავას "რეიმსი" ლიდერ "ბრესტს" უმასპინძლებს. გუნდებს შორის სხვაობა 6 ქეულაა, მაგრამ ჯაბას გუნდი თუ მოიგებს, მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. კანკავამ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალიან სურს ისევ ლიგა1-ში თამაში:

"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი. კიდევ 11 თამაში გველის. ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის? უძლიერესთა ლიგაში უნდა დავბრუნდეთ. თავიდან ძალიან გამიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ლიგა2-ში გავვარდით. ფსიქოლოგიურად გამიჭირდა... თუმცა წარსულს არ მინდა გამოვეკიდო. მთავარია, რომ ყოველ მატჩს ახალი იმედებით ვხვდები".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117403