ფეხბურთი

12:29 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "ბარსელონას" რეკორდი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” მოსისხლე მტრის, კატალონიის “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა. საქმე ეხება ზედიზედ მატჩებში გატანილ გოლებს – “რეალმა” მიჯრით 44 თამაშში მოახერხა მინიმუმ ერთი გოლის გატანა და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა სწორედ “ბარსელონას”.

ბოლოს, ზინედინ ზიდანის გუნდმა მოედანი უგოლოდ 2016 წლს აპრილში, “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში დატოვა (0:0).

“ბარსამ” კი იგივე შედეგი შორეულ 1943 წელს დააფიქსირა, როდესაც ასევე ზედიზედ 44 შეხვედრაში შეაგდო გოლი ყველა ტურნირის ჩათვლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112931