ფეხბურთი

15:29 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ქომაგები "სელესაოში" ალექს სანდროს გამოძახებას ითხოვენ

ტურინის “იუვენტუსის” დაცვის ხაზის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მარცხენა მცველი ალექს სანდროა. მიუხედავად იმისა, რომ 26 წლის ფეხბურთელი ჩინებულ სეზონს ატარებს, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მას მთავარი მწვრთნელი ტიტე შანსს არ აძლევს. ამ თემასთან დაკავშირებით, ბრაზილიურმა გამოცემა Globo Esporte-მ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა – “სელესაოს” ქომაგთან აბსოლუტურ უმრავლესობას ალექს სანდროს ბრაზილიის ნაკრებში ხილვა სურთ.

აქამდე, “პორტუს” ექსმცველს ეროვნულ გუნდში ბოლოს, 2012 წელს უთამაშია, როდესაც ამხანაგურ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან 30 წუთი დაეთმო. ბოლოს კი, “პენტაკამპეონელთა” რიგებში მიწვეული 2016 წლის მარტში იყო, თუმცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მაშინაც არ მისცემია.

ალექს სანდრო კონკურენტები ბრაზილიის ნაკრებში “რეალის” წევრი მარსელო და მადრიდის “ატლეტიკოს” უკანახაზელი ფილიპე ლუისი არიან.

მიმდინარე სეზონს სანდრო მართლაც ჩინებულად ატარებს და იტალიის ჩემპიონატში 22 მატჩში 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116532