ფეხბურთი

3:06 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ლიდერების მძიმე გამარჯვება

ლა ლიგის 24-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ორი ძალიან საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. ტურის ცენტრალურ მატჩში “ატლეტიკო” “ვისენტე კალდერონზე” “ბარსელონას” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

როგორც ყოველთვის, ამ გუნდების დუელი სიხისტით, დაძაბულობით და უშეღავათო ბრძოლით გამოირჩა. ბურთს ტრადიციულად სტუმრები აკონტროლებდნენ, თუმცა მომენტები ორივე გუნდს ბლომად ექმნებოდათ და პირველ ტაიმშიც ანგარიშის გახსნა რამდენჯერმე შეიძლებოდა. მასპინძელთაგან ყველაზე რეალური შანსი ანტუან გრიზმანს ჰქონდა, ხოლო სტუმართაგან ლიონელ მესის და ხერარდ პიკეს, მაგრამ მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

გრიზმანს გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყისშიც შეეძლო, მაგრამ ტერ შტეგენს ამჯერადაც ვერ აჯობა. სამაგიეროდ, თავიანთი მორიგი შანსი კატალონიელებმა გამოიყენეს: მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითაც რაფინია ალკანტარამ ისარგებლა და 64-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა. სტუმართა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და 6 წუთში დიეგო გოდინმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა საბოლოოდ მადრიდელები მაინც ქულის გარეშე დარჩნენ – 86-ე წუთზე ლიონელ მესიმ მასპინძლეთა მცველების უყურადღებო თამაშით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო – 1:2.

“ბლაუგრანას” 54 ქულა აქვს და ”რეალს” 1 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 1 თამაში თადარიგში აქვს. “ატლეტიკოს” უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა რომ გაუჭირდებოდა აქამდეც ჩანდა, თუმცა ამ მატჩის შემდგომ კიდევ უფრო გამოჩნდა, რომ დიდი ალბათობით მიმდინარე ლა ლიგაში დიეგო სიმეონეს გუნდის მაქსიმუმი მე-4 ადგილი იქნება. “როხიბლანკო” მე-3 ადგილოსან “სევილიას” უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

მორიგი ძალიან მძიმე შეხვედრა გამოუვიდა “რეალს”, რომელმაც გასვლაზე “ვილიარეალის” დამარცხება დიდი გაჭირვებით მოახერხა.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა. აი მეორე ნახევარი კი, მადრიდელთათვის საშინლად დაიწყო: 50-ე წუთზე ტრიგეროსმა ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ხოლო ექვს წუთში მეკარესთან პირისპირ გასულმა სედრიკ ბაკამბუმ სხვაობა გაზარდა.

ამ მატჩში წაგების (ან თუნდაც ფრის) შემთხვევაში, “რეალს” უპირატესობა, რომელიც რამდენიმე ტურის წინ გააჩნდა, ფაქტობრივად აღარ ექნებოდა. ამიტომაც, ზინედინ ზიდანის შეგირდებმა მთელი ძალებით შეუტიეს, რამაც შედეგი მალევე გამოიღო და 64-ე წუთზე გარეტ ბეილმა თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა. ათ წუთში მადრიდელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კრიშტიანო რონალდუმ შეასრულა ზუსტად, ხოლო 83-ე წუთზე ცვლილებაზე რამდენიმე წუთით ადრე შემოსულმა ალვარო მორატამ თავური დარტყმით 3 ქულის მომტანი გოლი შეაგდო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს – 2:3.

ნახსენები დაპირისპირებების გარდა, კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა. “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილოსანი “ოსასუნა” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. “ბილბაომ” შინ ასევე ერთ-ერთი აუტსაიდერი “გრანადა” დაამარცხა, ხოლო “ხიხონის” და “სელტას” დუელი ფრედ 1:1 დასრულდა.

ესპანიოლი – ოსასუნა 3:0 (1:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-4-2): დიეგო ლოპესი, ო.დუარტე, დ.რეიესი, კარისოლი, მ.ნავარო, ხურადო (როკა 64), დავიდ ლოპესი, პიატი, ჰ.პერესი (ხ.ა. რეიესი 73), ხ.მორენო, კაისედო (მელენდო 89).
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი

ოსასუნა (4-4-2): სირიგუ, ვუიადინოვიჩი (ბერენგერი 60), დ.გარსია, ოიერი, კლერკი, კაუსიჩი, ლოე, დე ლას კუევასი, რომერო (მერიდა 64), რივიერი, კოდრო (უ.გარსია 32).
მწვრთნელი: პეტარ ვასილიევიჩი

გოლები: 1:0 კაისედო (17), 2:0 ხურადო (46), 3:0 ხ.მორენო (91)
გაფრთხილებები: დავიდ ლოპესი – რივიერი, დ.გარსია, ბერენგერი, მერიდა
გაძევება: ოიერი (27)
მსაჯი: კლოს გომესი

ატლეტიკო – ბარსელონა 1:2 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ვრსალკო, ლუისი, კოკე, გაბი, საული, კარასკო (ფ.ტორესი 68), გრიზმანი, გამეირო (ა.კორეა 72).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, მატიე (დინიე 77), რობერტო (გომეში 77), ბუსკეტსი, ინიესტა (რაკიტიჩი 71), რაფინია, ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 რაფინია (64), 1:1 გოდინი (70), 1:2 მესი (86)
გაფრთხილებები: საული, სავიჩი, გაბი, ა.კორეა – ბუსკეტსი, მესი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

ბილბაო – გრანადა 3:1 (2:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ი.ალვარესი, ბოვედა, ლეკუე, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი, საბორიტი (ეჩიტა 46), მუნიაინი (მ.რიკო 79), სუსაეტა, უილიამსი (მერინიო 84).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გრანადა (5-4-1): ოჩოა, ტ.სილვა, ჰონგლა, ინგასონი, ფოლქიერი, ლიტრი, ვაკასო (სამპერი 71), აგბო (ბოგა 67), კარსელა-გონსალესი (პონსე 81), ა.პერეირა, ა.რამოსი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0 სუსაეტა (11), 1:1 კარსელა-გონსალესი (14), 2:1 ლეკუე (21), 3:1 სან ხოსე (69)
გაფრთხილებები: უილიამსი (სკამიდან) - ვაკასო, ა.რამოსი, ოჩოა, გ.სილვა, სამპერი
მსაჯი: ტრახილიო სუარესი

ხიხონი – სელტა 1:1 (0:0)

ხიხონი, “ელ მოლინონი”

ხიხონი (4-4-1-1): კუელარი, ამორობიეტა, მერე, დუგლასი, კანელია, ვესგა, ს.ალვარესი, კარმონა (კასტელიანო 79), ბურგუი (ხ.ტორესი 72), მ.გომესი, ლ.ტრაორე (ჩოპი 86).
მწვრთნელი: რუბი

სელტა (4-3-3): ბლანკო, ფონტასი (პ.ერნანდესი 69), ს.გომესი, პლანასი, რონკალია, რადოია, მ.დიასი, ხოზაბედი (ასპასი 60), სენე, ბონგონდა, როსი (ბივუ 79).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 1:0 მ.გომესი (49 პენ.), 1:1 ასპასი (75)
გაფრთხილებები: ამორობიეტა, კუელარი – ფონტასი, მ.დიასი, რონკალია, ბივუ
გაძევება: მერე (74)
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

ვილიარეალი – რეალი 2:3 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო (ა.ფერნანდესი 35), რუისი, მუსაჩიო, კოსტა, გასპარი, ჯ.დოს სანტოსი, ბ.სორიანო, ადრიანი (ჩერიშევი 57), ტრიგეროსი (რ.ერნანდესი 75), კასტილიეხო, ბაკამბუ.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კასემირო (ისკო 58), კროოსი, მოდრიჩი, ბეილი (ლ.ვაზკესი 89), რონალდუ, ბენზემა (მორატა 77).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 ტრიგეროსი (50), 2:0 ბაკამბუ (56), 2:1 ბეილი (64), 2:2 რონალდუ (74 პენ.), 2:3 მორატა (83)
გაფრთხილებები: სოლდადო, ალვარო (ორივე სკამიდან), ბ.სორიანო, გასპარი – პეპე
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

თეგებილა ლიგა
0.127579