ფეხბურთი

0:25 | 27.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემმა” მეორე ადგილი დაიბრუნა

პრემიერლიგის 26-ე არასრული ტურის მეორე სათამაშო დღეს მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა. “ტოტენჰემი” “უაით ჰართ ლეინზე” “სტოკს” დაუხვდა და შავი დღე აყარა.

“დეზებმა” 3 ქულა პირველივე ტაიმში გაინაღდეს. ჰარი კეინი ჰეთ-თრიკით გამოირჩა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დელე ალიმ მეოთხეც გაიტანა და მეორე ნახევარი ფორმალობად აქცია.

“ტოტენჰემმა” 53 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილი დაიბრუნა, თუმცა “მანჩესტერ სიტის” თავისი შეხვედრა სათამაშო აქვს და გამარჯვების შემთხვევაში “დეზებს” კვლავ გადაუსწრებს. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები ლიდერ “ჩელსის” ისევ 10 ქულით ჩამორჩებიან.

ტოტენჰემი – სტოკი 4:0 (4:0)

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”

ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი, ალდერვეირედი (ვიმერი 49), ვერტონგენი (ვინკსი 66), დაიერი, დემბელე, ვანიამა, ბ.დევისი, უოლკერი, ალი, ერიკსენი, კეინი (სონი 86).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

სტოკი (4-2-3-1): გრანტი, ინდი, შოუკროსი, ბერდსლი, პიტერსი, ველანი (კამერონი 82), ადამი (აფელაი 60), ალენი, არნაუტოვიჩი, სობი, კრაუჩი (ბერაჰინო 60).
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 კეინი (14; 32; 37), 4:0 ალი (45+1)
გაფრთხილებები: ვიმერი, ვანიამა – ველანი, ადამი, არნაუტოვიჩი
მსაჯი: ჯონათან მოსი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108923