ფეხბურთი

22:40 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "მარცხი ჩემი ბრალია"

ქუთაისის „ტორპედოს“ შეეძლო პირველად მოეგო საქართველოს სუპერთასი, თუმცა „სამტრედიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (1:2). შეხვედრა საქართველოს სამგზის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა შეაფასა.

მისი განცხადებით, ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს და იქვე, მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა - იყო სანახაობაც და ბრძოლაც. ჩვენი დამარცხება გამოიწვია იმან, რომ მეტოქემ ორი გოლი გაგვიტანა. გვქონდა ბევრი მომენტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ.. თუმცა, არაუშავს. ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი გაიღეს, ჩემი დავალებებიც ზედმიწევნით შეასრულეს და დღეს რომ წავაგეთ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი ბრალია. ასე, რომ თუ რამე მინუსი გამოჩნდა „ტორპედოსი“, ეს მე დამაბრალეთ.

გია ცეცაძე ძალიან ნიჭიერი და კარგი მწვრთნელია. მან ეს აქამდეც არაერთხელ დაამტკიცა და ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110729