ფეხბურთი

17:13 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთში კანკავა-გუსევის შემთხვევა განმეორდა (+VIDEO)

ჩეხეთში, "სლოვაცკოს" ტოგოელმა თავდამსხმელმა ფრანსის კონემ მეტოქის მეკარე გადაარჩინა: საუბარია "ბოჰემიანსის" გოლკიპერ მარტინ ბერკოვეცზე. 30-ე წუთი იყო, ბერკოვეცი ბურთზე გამოსვლისას თანაგუნდელ მცველს უხერხეულად შეეჯახა და ორივენი მინდორზე დავარდნენ.

კონემ შეამჩნია, რომ მეკარე აღარ ინძრეოდა, ენა ჩაუვარდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მეკარე, რა თქმა უნდა, შეცვალეს. მატჩი 0:0 დასრულდა. ბერკოვეცი ამჟამად კარგად გრძნობს თავს.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ "დნიპრო"-კიევის "დინამოს" მატჩის დროს ოლეგ გუსევი გადაარჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117577