ფეხბურთი

14:51 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე პრემიერლიგის მოგების გარანტიას ვერ იძლევა

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ "სუონსისთან" მატჩში "არისტოკრატებმა" გამარჯვება დაიმსახურეს და იგი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილია.

"ჩელსიმ" უელსური გუნდი 3:1 დაამარცხა და ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-12 მატჩის მოგებით კლუბის რეკორდი დაამყარა.

"მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრაცია შეინარჩუნო საკმაოდ რთულია, მაგრამ მე ასეთი ფეხბურთელები მყავს. მათ იციან ის გზა, რომლითაც გავაგრძელებთ ბრძოლას ჩემპიონობისთვის და ტურნირს მოვიგებთ. ამ სეზონში იღბლიანი ვარ. თუ ვატყობ რომ ფეხბურთელები ცოტას მოეშვებიან, ამ დროს მივდივარ მათთან და ფოკუსირებაში ვეხმარები. ჩემი გუნდი ლიდერობას იმსახურებს. გარანტიას ვერ მოგცემთ შევძლებთ თუ არა გაჩემპიონებას. ჩვენ კარგ ფეხბურთს ინტენსიურად ვთამაშობთ, ვიტანთ ბევრ გოლს, ვუშვებთ ცოტას და პრემიერლიგის სათავეში ყოფნას ვიმსახურებთ." - განაცხადა კონტემ მატჩის შემდეგ.

"ჩელსი" 63 ქულით პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 11 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვერას კონტეს გუნდი სტუმრად "ვესტ ჰემთან" 7 მარტს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115508