კალათბურთი

13:02 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიკაგომ” “კავალიერსს” აჯობა, მელომ “ნიუ-იორკს” მოაგებინა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

“კლივლენდი” შინ “ჩიკაგოსთან” 99:117 დამარცხდა. “კავალიერსს” გუნდის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი არ ჰყავდა, რომელსაც სიცხე ჰქონდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჩიკაგოელებმა 34:20 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა. დუეინ უეიდმა 20 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა გააკეთა, ხოლო ჯიმი ბატლერმა სამმაგი დუბლი შეასრულა 18 ქულა, 10 პასი და 10 მოხსნა.

“ნიუ იორკი” საკუთარ დარბაზში “ფილადელფიას” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე კარმელო ენტონიმ ორქულიანი ჩააგდო და “ნიუ იორკს” გამარჯვება მოუტანა 110:109. კარმელომ მატჩში ყველაზე მეტი 37 ქულა ჩააგდო. “ფილადელფიაში” ორმაგი დუბლი ოკაფორი 28 ქულა და 10 მოხსნა შეასრულო.

“დალასმა” “ნიუ ორლეანი” 96:83 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 96:83 მოიგეს. ენტონი დევისმა გუნდს 39 ქულა და 14 მოხსნა შესძინა, ხოლო კაზინსმა 12 ქულა და 15 მოხსნა. ტეხასელებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს და ხუთ კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდათ, მათ შორის ყველაზე მეტი 19 ქულა ჰარისონ ბარნსის ანგარიშზეა, ნოვიცკიმ 18 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა.

“საკრამენტო” – “შარლოტი” 85:99 (19:24, 21:27, 18:28, 27:20)

https://www.youtube.com/watch?v=sxxIKiAQvZU

“ორლანდო” – “ატლანტა” 105:86 (22:19, 27:27, 31:19, 25:21)

https://www.youtube.com/watch?v=YVufaN7y2ZM

“ნიუ იორკი” – “ფილადელფია” 110:109 (31:25, 29:25, 26:25, 24:34)

https://www.youtube.com/watch?v=zS6bQlmVqUA

“მაიამი” – “ინდიანა” 113:95 (18:23, 35:31, 30:25, 30:16)

https://www.youtube.com/watch?v=fGe6bKrSqIs

“კლივლენდი” – “ჩიკაგო” 99:117 (22:23, 34:32, 20:34, 23:28)

https://www.youtube.com/watch?v=v47HaxXgy9w

“დალასი” – “ნიუ ორლეანი” 96:83 (24:30, 23:19, 20:14, 29:20)

https://www.youtube.com/watch?v=lVsvo7eKvbg

“ჰიუსტონი” – “მინესოტა” 142:130 (35:28, 31:30, 40:30, 36:42)

https://www.youtube.com/watch?v=a-Ch3qEuViQ

“გოლდენ სტეიტი” – “ბრუკლინი” 112:95 (32:28, 30:23, 29:25, 21:19)

https://www.youtube.com/watch?v=3WTSwfXsGGc

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100055