სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

19:22 | 26.02.2017 | ნანახია 837 - ჯერ

ოცნებების ქვეყანა

საქართველო ზოგადად მეოცნებეთა ქვეყანაა და ჩვენი მეოცნებეობა სხვა მრავალ ასპექტთან ერთად, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მომავლის იმედებშიც გამოიხატება. ჩავიხედოთ ყველამ გულში და ნამდვილად აღმოვაჩენთ, რომ ყველას გვგონია და გულისგულში გვჯერა სასწაულის ქმნის და ჩვენი ეროვნული ნაკრების მსოფოიოს ჩემპიონატზე გასვლის და საკუთარ თავსაც კი ვერ ვუტყდებით ამ ოცნების უსუსურობაში.

ოცნების ქვეყანა, ან, თუ გნებავთ, ძილის ქვეყანა - ეს ორივე სავარაუდო სახელწოდება ერთობ ესადაგება საქართველოს. ძილიც და ოცნებაც იმდენად ახლოსაა საქართველოს ისტორიასთან, რომ, ჩემი აზრით, ამის ახსნას დიდი ივანე ჯავახიშვილობა არ უნდა სჭირდებოდეს.

ადრეული საქართველოს არაოფიციალური ჰიმნიც ამის უდავო დასტურად მიმაჩნია - ”აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია”. ილია ჭავჭავაძის ამ შედევრის ძალზე საინტერესო თანამედროვე ახსნა მოვისმინე ამას წინათ ერთი აჭარელი ბიჭისაგან: ”დავიღალეთ, ძმა, მთელი ქვეყანა დავიღალეთ. გაგიგია ასეთი რამე? სულ როგორ შეიძლება, აწმყო არ იყოს კარგი და მუდამ კარგ მომავალზე ვოცნებობდეთ? აი აგერ, ჩვენს ბათუმის “დინამოს” წლებია საკუთარი სტადიონიც კი არა აქვს და აქ ხალხი იძახის, საქართველოლოში ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩავატაროთო”.

ზოგადად ქართული ოცნებები იმდენად საინტერესო ფენომენია, რომ ცალკე მსჯელობას მოითხოვს. ჩვენ ვოცნებობდით და ვოცნებობთ ყველაზე დიდ (ნიკოფსიიდან დარუბანდამდის), რაც კარგები ვართ ქართველები ვართ (საერთაშორისო საფეხბურთო საკლუბო ტურნირებს თუ არ ჩავთვლით), ყველაზე ლამაზ (”ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”), სხვათა მხრიდან ყველაზე პატივდებულ და მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან, განათლებული ხალხით დასახლებულ სამშობლოზე. შეხეთ, უკვე რამდენი ყველაზე, ყველაზე, ყველაზეა ნათქვამი?

ახლა ამ ქართული ”ოცნებების” ახსნას აღარ იკითხავთ? ამასწინათ გავიგე, ჯანლუიჯი ბუფონს ბებიაყოლია ქართველიო. მერე სხვა იძახდა, არა, ბუფონს კი არა, რობენს ყოლია ლაზი ბებიაო. ეს იმას გავს, ადრე ერთი რომ მიმტკიცებდა - მითრიდატე პონტოელს ლაზური სცოდნია წყალივითო. ძალიან საინტერესოა, ვინ მოისმინა მითრიდატეს ტკბილი ლაზური. ჰეროდოტეს მშობლიურ ქალაქში ჰალიკარნასში ქართველი ზღვაოსანი ვაჭრები ჩადიოდნენ ხშირად და ისტორიის მამა ერთ-ერთი იმათთაგანის შვილი ყოფილა. ხოსება ეჩებერიას დედა კი პირინეელი იბერი იყო და აბა, ჩვენ და ესპანელი იბერები რამ გაგვყო?! პრინციპში ეს არცაა გასაკვირი, რადგან საქართველოში იმასაც იძახიან, ჩვენს დამაქცევარ და ამომგდებ ირანის შაჰს, აბას |-ს კი ბებია ჰყავდა ქართველი და შაჰიც ქართველი იყოო. ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ ბებიის ხაზით გვარტომობის დადგენა მხოლოდ საოცარი ფანტაზიებით დახუნძლულ მეოცნებეს შეიძლება მოუვიდეს თავში.

გემოვნება კარგი გვაქვს, იცოცხლეთ, მაგრამ განა რა გვჭირს ასეთი, რომ გვეცოტავება ჩვენი წინაპრები და ასე ყოვლად უმართებულოდ ვეკიდებით ქართველობის გარეშედაც ძალიან მაგარ ხალხს (ალბათ მიმიხვდით, შაჰ აბასი რომ არ მიგულისხმია).

ჩვენში ისეა ფესვგადგმული ოცნებისა და ძილის სიყვარული, ხანდახან მგონია, რომ ილიას წუხილმა - ”ოდეს გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება” - საქართველოსთვის ტკბილი იავნანის როლი უფრო ითამაშა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავიძინეთ და დროც კიდევ ერთხელ გაჩერდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:17 | 13.03.2017
LA.paata (754)

რომელ ერსაც გინდა კითხე და გეტყვის ყველა, რომ მსოფლიოზე გასვლაზე ოცნებობს და ბევრს ჩვენზე ნაკლებებსაც ჯერათ კიდევაც. თუ ოცნება არ გაქვს მაშინ რაღაა ცხოვრების ფასი? რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლი ჩვენ ნათქვამებს, ყველას ეამაყება თავისი ქვეყანა და ბევრსაც ამბობენ. ჩვენ ბევრზე ნაკლებად ვართ ნაციონალისტები.

სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.055081