ფეხბურთი

2:16 | 26.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “სევილიამ” დერბიში იმარჯვა

ლა ლიგის 24-ე ტურის მეორე სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი “ბენიტო ვილამარინზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “ბეტისი” თანაქალაქელ “სევილიას” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

მაყურებელმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში “ბეტისი” ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო, თუმცა სერხიო რიკოს კარში მხოლოდ ერთი ბურთი გავიდა: 36-ე წუთზე დურმისიმ საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და თავის გუნდს ტაიმი მოაგებინა.

შესვენებაზე ხორხე სამპაოლიმ სათამაშო სქემა შეცვალა და მოედანზე ორი ახალი მოთამაშე გამოიყვანა, რომელთაგან განსაკუთრებით ვისენტე იბორამ გაამართლა. ტანმაღალი ნახევარმცველი თამაშში შესანიშნავად ჩაერთო და გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა. ანგარიში 56-ე წუთზე გათანაბრდა: სტუმრებმა სტანდარტული მდგომარეობიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდეს, სადაც ყველას ვისენტე იბორამ აჯობა და თავით დაარტყა, ანტონიო ადანმა ძალიან რთული ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას მერკადომ დაასწრო და გატანა აღარ გასჭირვებია. “დალაქებმა” მეორე ბურთი ოც წუთში გაიტანეს და კვლავ ანალოგიურ სიტუაციაში: სტანდარტულიდან ისევ საჯარიმოში ჩააწოდეს, ყველას კვლავ იბორამ აჯობა და ამჯერად თავად შეძლო ადანის დამწუხრება – 1:2.

“რეალთან” გამარჯვების შემდგომ “ესტადიო მენდიზოროცაზე” დამარცხდა “ვალენსია”. სტუმრები კარლეს სოლერის გოლით ცოტა ხანს იგებდნენ, თუმცა “ალავესმა” მეტოქის მცველების ცუდი თამაშით ისარგებლა და შეხვედრის შემობრუნება მოახერხა. 78-ე წუთზე იბაი გომესმა მშვენივრად ითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე ცვლილებაზე ერთი წუთით ადრე შემოსულმა კატაიმ მცველების უხეში შეცდომა შეირგო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

“ლეგანესმა” საკუთარ მოედანზე “დეპორტივო” მიიღო და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა, ხოლო “ეიბარმა” “იპარუაზე” “მალაგას” უმასპინძლა და მეტოქეს “ლეგანესზე” ერთით ნაკლები ბურთი აკმარა.

ალავესი – ვალენსია 2:1 (0:0)

ვიტორია, “ესტადიო მენდიზოროცა”

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ფედალი, ლაგუარდია, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.ლორენტე, მ.გარსია, კამარასა (კატაი 85), იბაი, ტოკერო (რომერო 75), კ.სანტოსი (სობრინო 61).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, აბდენური, კანსელო, სიკეირა, მ.სუარესი (ნაჩო 88), პარეხო, ელ ჰადადი (ე.პერესი 67), სოლერი (ბაკალი 88), ორელიანა, ძაძა.
მწვრთნელი: ვორო

გოლები: 0:1 სოლერი (70), 1:1 იბაი (78), 2:1 კატაი (86)
გაფრთხილებები: მ.გარსია, მ.ლორენტე, ტ.ერნანდესი, ლაგუარდია – კანსელო, სოლერი, ორელიანა
გაძევება: ორელიანა (88)
მსაჯი: მელერო ლოპესი

ბეტისი – სევილია 1:2 (1:0)

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (5-3-2): ადანი, პაცელა, დურმისი, ტოსკა (მარტინი 75), მანდი, პიცინი, პარდო, სებალიოსი, პეტროსი (გუტიერესი 89), სანაბრია (ალეგრია 75), რ.კასტრო.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ესკუდერო, რამი, მერკადო, პარეხა, ნასრი, ნ’ზონზი, ფ.ვაზკესი (იბორა 46), სარაბია (ბენ იედერი 46), ვიტოლო, იოვეტიჩი (ხ.კორეა 83).
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

გოლები: 1:0 დურმისი (36), 1:1 მერკადო (56), 1:2 იბორა (76)
გაფრთხილებები: ტოსკა, პიცინი, მარტინი – ნ’ზონზი, სარაბია, პარეხა
მსაჯი: დელ სერო გრანდე

ლეგანესი – დეპორტივო 4:0 (2:0)

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): ერერინი, მანტოვანი, სიოვასი, დ.რიკო, ტიტო, მორანი (უ.ლოპესი 72), რ.პერესი, გაბრიელი, შიმანოვსკი, ელ ჟარი (ბუენო 86), გერერო (სამუელი 77).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, ალბენტოსა, ხუანფრანი, ფ.ნავარო, გილერმე, მოსკერა (ანდონე 46), ჩოლაკი, ხილი (ფაჟრი 69), კაკუტა (ლუისინიო 46), ხოსელუ.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გოლები: 1:0 შიმანოვსკი (19), 2:0 მანტოვანი (30), 3:0 უ.ლოპესი (81), 4:0 ბუენო (91)
გაფრთხილებები: მორანი, გერერო – ლუქსი, ანდონე, გილერმე, ფ.ნავარო, ხოსელუ
გაძევება: ალბენტოსა (62)
მსაჯი: ხოსე ლუის მუნუერა მონტერო

ეიბარი – მალაგა 3:0 (1:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): იოელი, რამისი (მ.დოს სანტოსი 78), ლეიუნი, არბილია, კაპა, დ.გარსია, ესკალანტე, ადრიანი, ინუი, პ.ლეონი (ბებე 82), ენრიჩი (რივერა 69).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

მალაგა (4-2-3-1): კამენი, მ.ტორესი, ლ.ერნანდესი, ხ.კარლოსი, როსალესი, ფორნალსი, დ.ლორენტე, დუდა (ჩარლესი 57), ხონი (ვილანუევა 73), კეკო (ონტივეროსი 53), მ.სანტოსი.
მწვრთნელი: მარსელო რომერო

გოლები: 1:0, 2:0 ადრიანი (43; 50 პენ.), 3:0 ენრიჩი (52)
გაფრთხილებები: კაპა, ბებე – ფორნალსი, როსალესი, ონტივეროსი, მ.ტორესი, ლ.ერნანდესი
გაძევება: როსალესი (71)
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.567639