ჭადრაკი

21:25 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა

თეირანში (ირანი) მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. გადამწყვეტ თამაშში მონაწილეობის უფლება ტან ჟონგმა (2502, ჩინეთი) მოიპოვა, რომელმაც ნახევარფინალში ინდოელი მოჭადრაკე ჰარიკა დრონოვალი ( 2539) დაამარცხა. ამ მოჭადრაკეებმა ტაი-ბრეიკით გაარკვიეს ურთიერთობა. უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში ჩინელმა მოჭადრაკემ 5:4 ( 1;0, 0:1, 0:1, 1;0,1:0, 0:1, 0,5:0,5, 0,5:0,5, 1:0) შეძლო მეტოქის დამარცხება .

რაც შეეხება მეორე ფინალისტს, იგი რაპიდსა და ბლიცში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანა მუზიჩუკია ( 2558, უკრაინა). ანამ ნახევარფინალში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკს (2549, რუსეთი) დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 (1:0, 1:0) მოუგო.

რეიტინგიდან გამომდინარე ფავორიტად მუზიჩუკი ითვლება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჟონგმა მეოთხედფინალში ამ ჩემპიონატზე პირველ ნომრად განთესილი 2015-2016 წლების გრან-პრის გამარჯვებული მისი თანამემამულე ჟუ ვენჯუნი ( 2583) დაამარცხა. ვენ ჯუნს მუზიჩუკზე ბევრად მაღალი რეიტინგი აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოჭადრაკეთა შანსები თანაბარია.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ფინალური დაპირისპირება, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მარია და ანა მუზიჩუკები გინესის რეკორდსმენები უკვე გახდნენ, რადგან ერთი ოჯახის წევრებს, მათ შორის დებს მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატის ფინალამდე არასოდეს მიუღწევიათ. თუ ანამ შეძლო ჟონგის დამარცხება, ეს კიდევ ახალი რეკორდი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115334