ფეხბურთი

17:53 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ "შახტარის" 21-წლამდელებში ითამაშა, ნადირაძემ - "ოლიმპიკის"

გიორგი არაბიძე წლის პირველ შეკრებაზე დონეცკის "შახტარის" ძირითად გუნდს ახლდა, თუმცა მეორე შეკრებაზე ასე აღარ მოხდა. დღეს კი უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა და "შახტარის" ახალგაზრდებში ითამაშა არაბიძემ.

დონეცკელებმა შინ 0:1 წააგეს "ვორსკლასთან". არაბიძე სასტარტოში იყო და 80წუთი ითამაშა. გიორგის "შახტარის" 21-წლამდელებში ხშირად გაჰქონდა გოლი და საგოლე პასებიც საკმაოდ ჰქონდა.

დონეცკის "ოლიმპიკის" დუბლებშიც არის ქართველი და მასზე ადრეც ვწერდით: 20 წლის ლუკა ნადირაძე, რომელსაც შეუძლია როგორც საყრდენ ნახევარმცველად, ასევე მარჯვენა მცველად თამაში. ბოლო ორ მატჩში, "დნიპროსთანაც" და "სტალთანაც" სასტარტოში იყო.

ნადირაძე შარშან ზაფხულს გასინჯვაზე მივიდა "ოლიმპიკის" ახალგაზრდებში, მერე კი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თავიდან ძირითადში არ ათამაშებდნენ, მაგრამ ეტაპ-ეტაპ დაიმკვიდრა ადგილი. შანსი იმისა, რომ ძირითად გუნდში დააწინაურონ, საკმაოდ დიდია. აქვე ვთქვათ, რომ ნადირაძე საქართველოს მოქალაქეა... ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ უკრაინაში საკმაოდ ბევრნი არიან ქართველი ახალგაზრდები, რომლებსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146319