ძიუდო

16:59 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრან პრის ფინალშია. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა დილის პროგრამაში ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: შვედი კრისტოფერ მაციაში, ყაზახი ჟანსაი სმაგულოვი, ბრაზილიელი მარსელო კონტინი და ებრაელი ტოჰარ ბუტბული. ოქროს მედლისთვის კი რუს დენის იარცევს დაუპირისპირდება.

ამბაკო ავალიანს ფინალურ ბლოკში მოსახვედრად ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ლაპინაგოვთან მარცხით. იქამდე მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუ, ჩერნოგორიელი სრჟან მრვალიევიჩი და ამერიკელი ჯეკ ჰატონი ჩამოიშორა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძესთან დამარცხდა და ტურნირი მე-7 ადგილზე დაასრულა.

დღესვე, გრან პრიზე საქართველოს დროშის ქვეშ ფრიდონ გიგანმა (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილმაც (81 კგ) იჭიდავეს, მაგრამ ტურნირს ნაადრევად გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134035