ფეხბურთი

3:00 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ლას პალმასის” ზედიზედ მეოთხე მარცხი

ლა ლიგის 24-ე ტურის გახსნით მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე “სოსიედადს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ და უფრო მეტი სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა შეტევების დაგვირგვინებაში მოიკოჭლებდნენ, ხოლო ხავი ვარასის უხეშ შეცდომას კანარელთა უქულოდ დარჩენა მოჰყვა.

კიკე სეტიენის შეგირდებს გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსები მეორე ნახევრის დასაწყისში ჰქონდათ. 48-ე და 52-ე წუთებზე ტანაუსუს ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ პირველ შემთხვევაში ოდნავ ააცილა, ხოლო მეორე ეპიზოდში ხერონიმო რულის ვერ აჯობა.

ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავიდა: ხავი ვარასმა ბურთის ატანა ვერ მოახერხა და ცარიელ კართან მდგომ ხაბი პრიეტოს ჩააბარა ბურთი, რომელმაც საკუთარი შანსი გამოიყენა და თავის გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუპოვა – 0:1.

“ლას პალმასმა” ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო და 28 ქულით მე-12 ადგილზე დარჩა, ხოლო “სოსიედადი” 44 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

ლას პალმასი – სოსიედადი 0:1 (0:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-3-3): ვარასი, ჰ.ლოპეში (მ.ე. გარსია 80), აიტამი, ბიგასი, სიმონი, ვ.გომესი (ჰალილოვიჩი 78), მესა, ვიერა, ხესე, ტანაუსუ, ბოატენგი.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რ.ნავასი, ბერჩიჩი, ოდრიოზოლა, ილარამენდი, პრიეტო, ზურუტუზა, ველა (ხონი 88), ოიარზაბალი, ხუანმი (კანალესი 70).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლი: პრიეტო (74)
გაფრთხილებები: ბიგასი, აიტამი – პრიეტო, ილარამენდი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114873