ფეხბურთი

0:35 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“შალკემ” ბენტალები გამოისყიდა

“შალკემ” ლონდონის “ტოტენჰემისგან” ნაბილ ბენტალების სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. აღნიშნული ინფორმაცია “ხუმარების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

22 წლის ალჟირელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ბენტალები “შალკეს” გასულ ზაფხულს “ტოტენჰემიდან” იჯარით შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა და ხუთ-ხუთი გოლით და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13503