სხვა

21:59 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ნაკრების პირველი მოგება ბაქოში

ხელბურთელ ქალთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი მოიგო ბაქოში, იქაურ კლუბ გენჩლერბირლიისთან, 28-22. გუნდი კიდევ ორჯერ ითამაშებს აზერბაიჯანში და შემდეგ უკვე თბილისში განაგრძობს მზადებას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, რომელიც 17-19 მარტსაა ბელარუსში.

გვესაუბრება ხელბურთის ფედერაციის ქალთა მიმართულების მენეჯერი და ნაკრების უფროსი, ლანა მარგიანი: - ბაქოში სამი მატჩი გვაქვს სამ სხვადასხვა კლუბთან. შემდეგ ვბრუნდებით თბილისში, ვაგრძელებთ მზადებას, ვუმასპინძლებთ სომხეთის ნაკრებს და გავემგზავრებით ქალაქ ჟლობინში, სადაც მეტოქეებად გვეყოლება ბელარუსი, პორტუგალია და შვეიცარია. ეს ერთადერთი ოთხგუნდიანი ჯგუფია, საიდანაც ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გადის და ამ მხრივ არ გაგვიმართლა, თუმცა, არც ევროპული გრანდებიდან შეგვხვდა ვინმე და ეს კარგია.

გუნდს ნაყოფიერი, ორკვირიანი შეკრება ჰქონდა ხარაგაულის სპორტდარბაზში. იქ უფროსი ასაკის გოგონებთან ერთად ვარჯიშობდა 17-წლამდელთა ნაკრებიც, რომელსაც აგვისტოში აქვს დებიუტი ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე. ამ გუნდიდან რამდენიმე გოგონა ბაქოშიც წავიყვანეთ, რადგანაც შემადგენლობის პრობლემები გვაქვს. ფეხი სტკივა მეკარე ჯავახიას, ხოლო სამ წამყვან ხელბურთელს, 2016 წლის ქალთა ტროფის საუკეთესო მოთამაშეს, თამარ ჩოგოვაძეს, თათია გადელიასა და ჯულია ჩირგაძეს ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდი გაუგრძელდათ, და, სამწუხაროდ, ბელარუსში მათი თამაში პრაქტიულად გამორიცხულია. თუმცა, ბაქოდან თბილისში დაბრუნების შემდეგ გუნდი გაძლიერდება - დაგვემატება უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე სამი ჩვენიანი. ნებიმიერ შემთხვევაში, ბელარუსში ჩვენ საბრძოლველად მივდივართ.

რაც შეეხება ბაქო ტურნეს. აზერბაიჯანში რამდენიმე ქალთა გუნდია. მათ შორის უძლიერესი, ბაქოს აბუ, რომელსაც შემოდგომაზე თბილისი ვეთამაშეთ, ევროპულ ჩელენჯს კაპს გამოეთიშა და დაიშალა. ჩვენი დღევანდელი მეტოქე იყო კლუბი გენჩლებირლიი, რომელიშიც ძირითადად ჩვენი ასაკის გოგონები იყვნენ, მაგრამ ჰყავდათ რამდენიმე უფროსი და გამოცდილი მოთამაშე - მაგალითდ, ალიონა ბარბაქაძე, რომელსაც აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდშიც უთამაშია და მეკარე ჰასანოვა, რომელმაც პირველ ტაიმში ბევრი ბურთი მოიგერია. ჩვენ 12-7 მოვიგეთ თამაშის ნახევარი.

ჯამში კმაყოფილები ვართ. კარგად ითამაშეს პატარებმა - ჯავახიშვილმა, ჯგერენაიამ, კერესელიძემ და გაგნიძემ. დაცვაში საუკეთესო იყო ჩოხელი, ჯამში 16 გოლი გაიტანეს ანა ყველაშვილმა და ქეთი კუნელაშვილმა. კარგად ითამაშა სამივე მეკარემაც. შაბათს და კვირას კიდევ ორი მატჩი გვაქვს და თბილისში ვბრუნდებით.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. 24 თებერვალი, ბაქო. ქალები

გენჩლერბირლიი (ბაქო) - საქართველო (19) 22-28

GB: იუნისლი, ჰასანოვა - სმაგინა 8, კ. ბაირამოვა 5, ბარბაქაძე 4, გაჰრამანოვა 3, ჰუსეინოვა 1, აგაბაიოვა 1, ბაგიროვა, ყულიევა, ალიევა, ჯაფარლი, შუბინა, ნაზაროვა, რზაევა, მ. ბაირამოვა - მწვ. კოროტკიი

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჩავჩიძე - ყველაშვილი 9, კუნელაშვილი 7, ჩოხელი 4, ვენეცკი 3, ქიტესაშვილი 3, ჯავახიშვილი 1, კერესელიძე 1, ჩხაიძე, გაგნიძე, ჯგერენაია, იაშვილი

მსაჯები: აზიმოვი, ვალიევი

ახალგაზრდული (19 წ) ნაკრები ბაქოში

12. ანა ვარდიშვილი (1999, მამული), 22. მარიამ ჩაჩუა (1999, პეგასი), 1. მარიამ ჩავჩიძე (2001, წყალტუბო) - 7. თინათინ ქიტესაშვილი (1999, ყვარელი), 29. ქეთი კუნელაშვილი (1999, ყვარელი), 19. ანა ყველაშვილი (1998, მამული), 17. მედეა ჩოხელი (1999, პეგასი), 18. ქეთევან ვენეცკი (1998, პეგასი), 23. ნინო გაგნიძე (2002, პეგასი), 99. ელენე ჯავახიშვილი (2000, მამული), 15. ნენო ჯგერენაია (2002, ფოთი), 31. ქეთევან კერესელიძე (2000, ქარიშხალა), 10. ქეთევან იაშვილი (2000, მამული) 24.. ელისაბედ ჩხაიძე (2002, პეგასი)- მწვ. გიორგი გვაზავა, ინა ჭკუასელი, ექიმი გურამ ადამია, მენეჯერი ლანა მარგიანი

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19

27 ივლისი - 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია (უკვე ფინალში არიან დანია, რუსეთი, სლოვენია)

საკვალიფიკაციო ტურნირები, 17-19 მარტი, 2017

6 ჯგუფი (ჟლობინი, ბელარუსი): პორტუგალია, ბელარუსი, შვეიცარია, საქართველო

17 მარტი. პორტუგალია-შვეიცარია, ბელარუსი-საქართველო

18 მარტი. საქართველო-პორტუგალია, შვეიარია-ბელარუსი

19 მარტი. შვეიარია-საქართველო, ბელარუსი-პორტუგალია

1 ჯგუფი (მაკედონიაში): უნგრეთი, მაკედონია, ფარერები, მოლდოვა

2 ჯგუფი (ესპანეთში): რუმინეთი, ესპანეთი, ლიტვა, ისლანდია

3 ჯგუფი (სლოვაკეთში): საფრანგეთი, სლოვაკეთი,მონტენეგრო, ბელგია

4 ჯგუფი (ჰოლანდიაში): ხორვატია, ჰოლანდია, ფინეთი, უკრაინა

5 ჯგუფი (ჩეხეთში): შვედეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სერბეთი

7 ჯგუფი (საბერძნეთში): ნორვეგია, საბერძნეთი, თურქეთი

8 ჯგუფი (ლატვიაში): გერმანია, პოლონეთი, ლატვია

ფინალურ ტურნირზე 1-5 ჯგუფიდან გადის 2-2 გუნდი, 6-8 ჯგუფებიდან - თითო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117477