ფეხბურთი

22:35 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი – კარიმ ანსარიფარდი

უეფს ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ფეხბურთელი კარიმ ანსარიფარდი დასახელდა, რომელმაც თურქულ “ოსმანლისფორის” წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა და დუბლი გაიფორმა.

ანსარიფარდმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, კერძოდ, 65% მიიღო. მეორე ადგილზე 24%-ით გავიდა ლიონის “ოლიმპიკის” შემტევი ნაბილ ფეკირი, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა “აზ ალკმაართან” მატჩში. ასევე სამი გოლი გაიტანა მიონხენგლადბახის “ბორუსიას” ფორვარდმა ლარს სტინდლმა “ფიორენტინას” შეხვედრაში, თუმცა მხოლოდ მესამე პოზიციასა და ხმების 7%-ს დასჯერდა.

ბოლო, მეოთხე ადგილი ერგო “როსტოვის” თავდამსხმელ დმიტრი პოლოზს – 4%.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112203