ფეხბურთი

20:45 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სიმბოლური

უეფას ევროპა ლიგის საპასუხო მეთექვსმეტედფინალური მატჩების შემდეგ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრადიციისამებრ, სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორი წარმომადგენელი ვიგოს “სელტას” ჰყავს, რომელმაც დონეცკის “შახტარი” დამატებით დროში დაამარცხა.

სხვა მხრივ კი, ევროპა ლიგის სიმბოლური შემდეგნაირია:

მეკარე: სერხიო ალვარესი (“სელტა”)

მცველები: გუსტავო კაბრალი (“სელტა”), ალბერტო ბოტია (“ოლიმპიაკოსი”), ნიკ ვერგევერი (“აიაქსი”)

ნახევარმცველები: იანის იონიოტასი (“აპოელი”), პოლ პოგბა (“მანჩესტერი”), ალეხანდრო პოცუელო (“გენკი”), ჟულიანო (“ზენიტი”)

თავდამსხმელები: ნაბილ ფეკირი (“ლიონი”), ვინსენ აბუბაკარი (“ბეშიქთაში”), ლარს სტინდლი (“გლადბახი”)

0.110287