ფეხბურთი

22:53 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო რანიერის: “შენს დაწერილ ისტორიას ვერავინ წაშლის”

ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” ხელმძღვანელობას ლამის ყველა აკრიტიკებს, ხოლო თანამდებობიდან დათხოვილ კლაუდიო რანიერის გვერდში უდგანან და სოლიდარობას უცხადებენ.

მათ შორისაა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელმაც 65 წლის იტალიელს ინსტაგრამზე შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“ინგლისის ჩემპიონი, წლის საუკეთესო მწვრთნელი... დღეს ასეთია ფეხბურთი, კლაუდიო. გაიღიმე მეგობარო, შენს დაწერილ ისტორიას ვერავინ წაშლის”, - დაწერა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რანიერიმ “ლესტერში” დაუჯერებელი რამ მოახერხა და იქამდე უცნობი გუნდი გააჩემპიონა. თუმცა, ტიტულის მოგებიდან 9 თვის შემდგომ იგი პოსტიდან გაათავისუფლეს.

0.110839