ძიუდო

17:46 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი და მარგველაშვილი ოქროს მიუახლოვდნენ

დიუსელდორფში, ძიუდოისტთა გრან პრიზე დღეს ვაჟებს შორის მედლები 60 და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გათამაშდება და ორივეს ფინალში საქართველოს ნაკრების წევრები იჭიდავებენ. უმსუბუქეს წონაში ოქროსთვის ამირან პაპინაშვილი იბრძოლებს, 66 კილოგრამში კი ვაჟა მარგველაშვილს აშორებს ერთადერთი გამარჯვება კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს.

პაპინაშვილმა დილის პროგრამაში ფრანგი სედრიკ რევოლი, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი და მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა დაამარცხა და ფინალში კიდევ ერთ მონღოლს – ბოლდბაატარ განბატს დაუპირისპირდება.

მარგველაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: გერმანელი მანუელ შაიბელი, ბულგარელი ბოჟიდარ ტემელკოვი, რუსეთის ნაკრების წევრი კამალ ხან-მაგომედოვი და ებრაელი ტალ ფლიკერი. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იაპონელ ნორიჰიტო ისოდას შეხვდება.

დღესვე გერმანულ ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მსუბუქწონოსანი ლუხუმ ჩხვიმიანი გავიდა, მაგრამ ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ბულგარელ იანისლავ გერჩევთან წაგებით.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. პირდაპირი ინტერნეტრეპორტაჟის ნახვა კი www.ippon.tv-ზე შეგეძლებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118903