კალათბურთი

14:46 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰიბერტი “დენვერში” გადავიდა

30 წლის გამოცდილი ცენტრი როი ჰიბერტი ამიერიდან “დენვერის” კალათბურთელია.

ჰიბერტი 2 თებერვლის გაცვლის შედეგად “შარლოტ ჰორნეტსიდან” “მილუოკიში” გადავიდა, ხოლო ახლა “ბაქსმა” როი “დენვერში” გაუშვა, სანაცლოდ კი 2019 წლის დრაფტის მეორე რაუნდის პირველი პიკი მიიღო.

ჰიბერტს მიმდინარე სეზონში შემდეგი საშუალო სტატისტიკა აქვს – 5,2 ქულა, 3.6 მოხსნა და 1 დაფარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116608