ჩოგბურთი

13:44 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი დუბაის ტურნირის ნახევარფინალშია

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, გერმანელი ანგელიკ კერბერი დუბაის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

კერბერმა მეოთხედფინალში ხორვატი ანა კონიუხი 6:3, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ანგელიკმა ორივე სეტი მარტივად მოიგო.

ნახევარფინალში კერბერის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერი, უკრაინელი ელინა სვიტოლინა ინქება. თუ გერმანელი სვიტოლინას დაამარცხებს, კერბერი მსოფლიო რეიტინგში სერენა უილიამსს პირველ ადგილს წაართმევს.

კერბერისა და სვიტოლინას შეხვედრა 24 თებერვალს, თბილისის დროით 19 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში კერბერი სვიტოლინას 5:4-ს უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120727