კალათბურთი

12:56 | 24.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,სოხუმი’’ ამჯერადაც შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს

დღეს, ბათუმში, საქართველოს თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს ,,ბათუმი’’ და ,,სოხუმი’’ შეხვდებიან. გიორგი ჯგერენაიამ, დმიტრი ზაბირჩენკომ და ლუკა ზაქრაძემ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს და სტუმრები ამჯერადაც შესუსტებული შემადგელობით იასპარეზებენ. ეს ინფორმაცია worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგერენაიას ფეხი აწუხებს, ხოლო ზაბირჩენკო და ზაქრაძე გაციებულები არიან. მათ ამ მიზეზით ვერც მინდინარე ჩემპიონატის მე-18 ტურში, ,,კაკტუსის’’ წინააღმდეგ ითამაშეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11123