ჭადრაკი

20:29 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრის პირველ ეტაპს არაბები მასპინძლობენ

დაიწყო მოჭადრაკე ვაჟთა შორის გრან პრის გათამაშების პირველი ეტაპი, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქი შამჯა მასპინძლობს.

ამ ტურნირში მსოფლიოს თვრამეტი საერთაშორისო დიდოსტატი მონაწილეობს, მათ შორისაა ქალთა შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი). ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ტარდება.

გთავაზობთ გრან პრის გათამაშების მონაწილეთა სიას:

მაქსიმ ვაშიე ლაგრავი (2796, საფრანგეთი)

ლევონ არონიანი (2785, სომხეთი)

ჰიკარუ ნაკამურა (2785, აშშ)

შახრიარ მამედიაროვი (2766, აზერბაიჯანი)

დინგ ლირენი (2760, ჩინეთი)

პაველ ელიანოვი ( 2759, უკრაინა)

მიხეილ ადამსი ( 2751, ინგლისი)

იან ნეპომნიაში ( 2742, რუსეთი)

ალექსანდრ გრიშჩუკი ( 2742, რუსეთი)

ლი შაო ( 2720, ჩინეთი)

ევგენი ტომაშევსკი ( 2711, რუსეთი)

დმიტრი იაკოვენკო ( 2709, რუსეთი)

პონს ფრანცისკო ვალეხო ( 2709, ესპანეთი)

რიხარდ რაპორცი ( 2692, უნგრეთი)

ალექსანდრ რიაზანცევი ( 2671, რუსეთი )

ა.რ.სალე სალემი ( 2656, არაბთა გაერთ. ემირატი)

ჰოუ იფანი ( 2651, ჩინეთი)

ჯონ ლუდვიგ ჰამერი ( 2628, ნორვეგია)

ხუთი ტურის შემდეგ 3.5-3.5 ქულით I-II ადგილებს ვაშიე ლაგრავი და მამედიაროვი ინაწილებენ. მომდევნო ადგილებზე ნაკამურა, ადამსი, გრიშუკი და იაკოვენკო იმყოფებიან, რომლებიც ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან.

0.102826