ფეხბურთი

16:13 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" მინსკის "დინამოს" მოუგო

თბილისის "ლოკომოტივმა" თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი გამართა და მინსკის "დინამოს" 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე გეგა დიასამიძემ გაიტანა. გიორგი დევდარიანის გუნდმა თურქეთში ხუთი თამაშიდან ოთხში მოიგო და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

მინსკის "დინამოში" ქართველმა ნახევარმცველმა გოგიტა გოგატიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

"ლოკომოტივმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:

თევდორაძე (ქურდაძე 46), უბილავა (კაპ), ხიდეშელი (ჩიტეიშვილი 71), რეხვიაშვილი (გაბაძე 46), ღონღაძე, ჭანტურია, სამურკასოვი (არველაძე 68), დიასამიძე, კომახიძე (კიკნაძე 65), ქავთარაძე (კიკაბიძე 82), სიხარულიძე

0.117526