ჭადრაკი

13:51 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერის ბაღი 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს

ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე, საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს ჭადრაკში 20 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის.

აღნიშნულ ჩემპიონატში 21 გოგონამ და 23 ვაჟმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.

სამი ტურის შემდეგ ორივე მათგანს ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლებმაც ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს.

გოგონებში სამივე შეხვედრის მოგება მარიამ ჭოლაძემ მოახერხა. ერთპიროვნულ ლიდერს ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან და მეორე- მესამე ადგილებს მარიამ ჯავახიშვილი და მარიამ ჯანიაშვილი ინაწილებენ. ვაჟების ერთპიროვნულ ლიდერ ირაკლი ახვლედიანსაც სამი ქულა აქვს. 2.5-2.5 ქულით II-IV ადგილებს გიორგი სიბაშვილი, ნოე თუთისანი და ნიკა ღვამბერია ინაწილებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113819