თამაშგარე

11:53 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

რადამელ ფალკაო ცოლის ეჭვიანობამ დაღალა

დაახლოებით ორი წელია, რაც კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, რადამელ ფალკაომ ოფიციალურად იქორწინა წარმოშობით ურუგვაელ ყოფილ მოდელზე, ლორელეი ტარონიზე, რომელიც გარეგნულად ნამდვილად არ დაიწუნება, მაგრამ, ნამეტანავად ეჭვიანი ქალი ყოფილა და ამ ჩვენს ბეყერა რადამელს თურმე ეჭვიანობით სულ სისხლს უშრობს.

ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, რადამელ ფალკაომ თითქოს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ დიდის ამოკვნესებით აღიარა, რომ ასეთი ეჭვიანი ცოლის გადამკიდეს, ქალებში განავრდების შანსი პრაქტიკულად აღარ დარჩა, მაგრამ ისიც დაამატა, რომ მას უყვარს ცოლი და ეს ყველაფერი ბუნებრივად მიაჩნია.

ახლა კი როგორც ჩანს ფალკაოსაც ამოუვიდა ყელში ცოლის მუდმივი “ჩასაფრებანი” და ბულავრულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ცოლიან კაცად ითვლება, მაგრამ დაიღალა მუდმივი თვალთვალითა და შანტაჟით, რაც თავის მხრივ უკვე მიგვანიშნევს, რომ ფალკაოების ოჯახში შესაძლოა დიდი ამბების მხილველნი გავხდეთ.

0.130849