ფეხბურთი

2:44 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მელიები" თუ "დალაქები" - ყველაფერი ინგლისში გადაწყდება (+VIDEO)

“სევილიასა” და “ლესტერ სიტის” წყვილში ყველაფერი სამი კვირის თავზე, ინგლისში გაირკვევა. ყოველშემთხვევაში, ესპანეთში დაფიქსირებული ანგარიში ამის თქმის საფუძველს სრულად გვაძლევს.

არადა, “რამონ სანჩეს პისხუანზე” ლა ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრემიერლიგის ჩემპიონ აუტსაიდერს საწყის წუთებში ყველაფერში აჯობა და ერთი ხანობა რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხორხე სამპაოლის გუნდი შემდეგი ეტაპის საგზურს დღესვე გაიფორმებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც ასე ადვილად ყოფილა საქმე.

მასპინძლებს დაწინაურება მე-15 წუთზე შეეძლოთ, როდესაც პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ კარლოს ხოაკინ კორეამ ძალიან უხეიროდ ითამაშა და კასპერ შმეიხელმა გაანეიტრალა მისი დარტყმული. მიუხედავად ამისა, “სევილიამ” შეტევები გააგრძელა და ათ უწთში დაწინაურდა კიდეც – პაბლო სარაბიამ მეორე სართულზე გამოცდილი მარტინ ფუხსი დაჯაბნა და ლამაზი გოლი შეაგდო. პირველი ტაიმის ასე დასრულდა.

მეორე ნახევარი “ლესტერმა” უკეთ ჩაატარა, თუმცა, მანამდე მეორე გოლი მიიღო – სტევან იოვეტიჩი “სევილიელ დალაქებს” დიდებულად რომ მოერგო დღესაც დადასტურდა – მონტენეგროელმა ისეთი პასი გაუკეთა კორეას, მას გოლის გატანის გარდა სხვა გზა არ დაუტოვა – 2:0. კლაუდიო რანიერის შეგირდები მიხვდნენ, რომ ასე თუ გააგრძელებდნენ, კარგი არაფერი ელოდათ და ამიტომ შეტევისთვის თავადაც მოიცალეს.

73-ე წუთზე დრინკუოთერის დიდებული თამაშის შემდეგ ახლო მანძილიდან ჯეიმი ვარდი შეაგდო და მშრალი სერია შეწყვიტა. თამაშიც ასე დასრულდა – 2:1.

ეს კი, ის ანგარიშია, რომელიც “კინგ პოუერ სთედიუმზე” ინგლისის ჩემპიონს მეოთხედფინალში გასვლის რეალურ შანსს ნამდვილად უტოვებს. თანაც, “მელიები” ხომ ჩემპიონთა ლიგაზე უკეთ ირჯებიან, ვიდრე პრემიერლიგაში და ვნახოთ...

“სევილია” – “ლესტერი” 2:1 (1:0) VIDEO

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

მაყურებელი: 38 834

“სევილია” (3-5-2): სერხიო რიკო; რამი, ლენგლე (კარიკო 55), ესკუდერო; მარიანო, ვიტოლო, ნ’ზონზი, ნასრი, სარაბია; იოვეტიჩი, კორეა (იბორა 63)

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

“ლესტერი” (4-2-3-1): შმეიხელი; სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; დრინკუოთერი, ნდიდი; ალბირგტონი (ამარტეი 88), მაჰრეზი, მუსა (გრეი 58); ვარდი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 1:0 სარაბია (25), 2:0 კორეა (62), 2:1 ვარდი (73)

გაფრთხილება: ესკუდერო (77), კარიკო (90)

გამოუყენებელი პენალტი: კორეა (15, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 68%-32% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.230063