ჭადრაკი

0:16 | 23.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისი მწვრთნელთა სემინარს მასპინძლობს

ქუთაისში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში ჭადრაკის მწვრთნელთა გადასამზადებელი სემინარი ტარდება. ლექციებს საერთაშორისო დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა კითხულობს.

მწვრთნელთა გადამზადება ააიპ ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების, მაია ჩიბურდანიძის სახელობის სასპორტო სკოლაში მიმდინარეობს. სემინარებში იმერეთის 10 რაიონის ქუთაისის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, თერჯოლის, ტყიბულის, ვანის, ბაღდათის, ზესტაფონისა და ჭიათურის 25-მდე მწვრთნელი მონაწილეობს.

სემინარის დასრულების შემდეგ, მის მონაწილე მწვრთნელებს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ დამზადებული სერთიფიკატები გადაეცემათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117425