ავტოსპორტი

22:26 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ფორს ინდიას“ ახალი სარბოლო ავტომობილი

წინასასეზონო ტესტების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი „ფორს ინდიამაც“ გაგვაცნო. VJM10-ს საბურველი სერხიო პერესმა და ესტებან ოკონმა გადახადეს. ეს მეათე ავტომობილი, რომელიც ინდურმ გუნდმა ფ1-ში რბოლებისთვის მოამზადა. წარდგენა სილვერსტოუნზე გაიმართა, სადაც გუნდის შტაბ-ბინა მდებარეობს.

„ზაუბერის“, „რენოს“ და „უილიამსის“ ბოლიდების მსაგვსად, „ფორს ინდიას“ ავტომობილსაც ცერისებრი ცხვირი აქვს, თუმცა ის უფრო აგრესიული და წაგრძელებული ფორმით გამოირჩევა. წინა ნაწილში, ბორბლების წარმოსახვითი ღერძის გასწვრივ, დიდი ზომის „კოპია“, რომელიც როგორც ჩანს, საკიდარის ელემენტებს ფარავს. გარდა ამისა, ავტომობილს ასევე უფრო ზორბა „ზვიგენის ფრთა“ აქვს, რომელიც ძრავის ხუფზეა განლაგებული და თითქმის უკანა ფრთას წვდება. ავტომობილმა უწინდელი შეფერილობა შეინარჩუნა.

„ფორს ინდიასთვის“ გასული სეზონი საუკეთესო იყო - გუნდმა 173 ქულა დააგროვა და კონსტრუქტორთა პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა. მან უკან ჩამოიტოვა ისეთი სხელოვანი მეტოქეები, როგორებიცაა „უილიამსი“ და „მაკლარენი“. გუნდმა შეინარჩუნა სერხიო პერესი, ვინც მასში მეოთხე სეზონს გაატარებს. მისი თანგუნდლი კი ახალბედა ფრანგი ესტებან ოკონი იქნება. მან „რენოში“ გადასული გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი შეცვალა.

ოკონი „მერსედესის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის წევრია და გასული სეზონის ბოლო ცხრა რბოლაში, „მენორის“ ბოლიდით იასპარეზა. 2017 წლის სეზონი მისთვის პირველი სრული სეზონი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131018