კალათბურთი

20:30 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის 14 ქულა და მერვედფინალის საგზური

მაიკლ დიქსონის აეკ-ი ევროპი ჩმპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტამა.

ბერძნულმა კლუბმა ლიტვურ “იუვენტუსს” პლეი-ოფის საგარეო მატჩი 78:77 მოუგო, შინ კი, გაცილებით დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა – 75:54. დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 24:04 წუთში კი 14 ქულა, 2 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. მაიკლმა 6-დან 4 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და არ დაჯარიმებულა.

ამერიკელი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ნიგერიელ ჩინემელუ ელონუს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მერვედფინალში აეკ-ის მეტოქე ფრანგული “მონაკო” იქნება. მატჩები 28 თებერვალს, 1, 7 და 8 მარტს ჩატარდება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115505