ფეხბურთი

16:29 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" პოლონელებს მოუგო

თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "ლოკომოტივმა" მეოთხე ამხანაგურ მატჩში პოლონური "კატოვიცე" დაამარცხა. გიორგი დევდარიანის გუნდმა, პოლონეთის პირველი დივიზიონის მეორეადგილოსანს 2:1 მოუგო.

ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი კიკნაძემ გახსნა თავით. 21-ე წუთზე "კატოვიცემ" წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი კი 28-ე წუთზე ვატო არველაძემ გაიტანა - მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. მატჩის მიწურულს "კატოვიცესა" და "ლოკომოტივის" ორ ფეხბურთელს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რის გამოც, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ირაკლი კომახიძე გააძევა. თამაშის ბოლო წუთზე წითელი ბარათი მიიღო გიორგი გაბაძემაც.

23 თებერვალს, ლოკომოტივი თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩში, მინსკის "დინამოს" დაუპირისპირდება.

ლოკომოტივი: ქურდაძე, ქიმერიძე (კომახიძე 77), გაბაძე, თომაშვილი (ანდრონიკაშვილი 15), ჩიტეიშვილი, ძებნიაური (ჭანტურია 76), ვარძელაშვილი (კიკაბიძე 65), არველაძე (ქავთარაძე 88), ბუღრიძე, კიკნაძე, გავაშელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102634