კალათბურთი

13:10 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯონსონი “ლეიკერსის” პრეზიდენტია

ლეგენდარული კალათბურთელი მეჯიქ ჯონსონი “ლეიკერსის” პრეზიდენტი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბის მეპატონე ჯინ ბასმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო. მეჯიქი კლუბის პრეზიდენტად დანიშნა, ამ თანამდებობაზე ჯონსონმა მიტჩ კაპჩაკი შეცვალა. კლუბის მფლობელმა ჯიმ ბასი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გაუშვა.

ეს საკადრო ცვლილებები კლუბის არასახარბიელო გამოსვლას უკავშირდება. “ლეიკერსი” მიმდინარე სეზონში 19 მოგებით და 39 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მეორე ადგილზეა.

0.112802