ფეხბურთი

2:30 | 22.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფორმალობად ქცეული საპასუხო თამაში (+VIDEO)

“მანჩესტერ სიტისა” და “მონაკოს” მატჩივით დრამატული ვერ გამოვიდა “ლევერკუზენისა” და “ატლეტიკოს” მატჩი, მაგრამ შედეგიანობით დიდად არ ჩამორჩა. “ბაი არენაზე” კარგად გამოჩნდა, რომ “ბაიერს” “როხიბლნაკო” ერთი თავით აღემატება და საერთოდ, დიეგო სიმეონეს გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებულად ასპარეზობს და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად უნდა მოვიაზროთ.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მატჩს – მოსაყოლი ბევრი არაფერია. ერთი გუნდი მეორეს აღემატებოდა კლასით და ეს სხვაობა ანგარიშიც ასახა. საულ ნიგეზისა და ანტუან გრიზმანის პირველივე ტაიმში გატანილმა გოლებმა არათუ მატჩის, რამედ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისშივე როჯერ შმიდტის შეგირდებმა კარიმ ბელარაბის გოლით გაბრძოლება სცადეს, არაფერი გამოუვიდათ. საბოლოოდ 4:2 ესპანელთა სასარგებლოდ და მადრიდულმა თამაშმა უკვე ფორმალური სახე მიიღო...

“ლევერკუზენი” – “ატლეტიკო” 2:4 (0:2) VIDEO

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 29 300

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰენრიხსი, დრაგოვიჩი, ტოპრაკი, ვენდელი; არანგიზი, კამპლი; ბელარაბი (პოიანპალო 66), ჰავერტცი (ვოლანდი 56), ბრანდტი (ბაილი 87); ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“ატლეტიკო” (4-4-2): მოია; ვრსალიკო, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი, ფერეირა კარასკო (ტორესი 78); გრიზმანი (კორეა 78), გამეირო (ტომასი 71)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 საულ ნიგეზი (17), 0:2 გრიზმანი (25), 1:2 ბელარაბი (48), 1:3 გამეირო (59, პენ), 2:3 სავიჩი (68, ა.გ), 2:4 ტორესი (86)

გაფრთხილება: ჰენრიხსი (15), დრაგოვიჩი (58), ვენდელი (64), არანგიზი (74), ტორესი (88), გაბი (89), ფილიპე ლუისი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 10 (7) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

0.223357