ჭადრაკი

22:45 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ

ირანში დასრულდა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 18 ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის იმყოფებოდა სამი ქართველი მოჭადრაკე მერაბ გაგუნაშვილი, გიგა ყუფარაძე და ბაჩანა მორჩიაშვილი.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით ათ ტურად ჩატარდა. 8.5-8.5 ქულით პირველი-მეორე ადგილები მაქსიმ ჩიგაევმა (რუსეთი) და სემეტი ტოლოგონტეგინმა (ყაზახეთი) გაიყვეს. 8.0-8.0 ქულა შვიდმა სპორტსმენმა დააგროვა. მათ შორის იყვნენ გაგუნაშვილი და ყურფარაძე, რომლებმაც შესაბამისად მე-4-მე-5 ადგილები დაიკავეს. რაც შეეხება მორჩიაშვილს 7.0 ქულით 22-ე იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11769