ჩოგბურთი

22:00 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი დუბაის ტურნირის მერვედფინალშია 

მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელმა გერმნელმა ანგელიკა კერბერმა დუბაის ტურნირის 1/16-ფინალში თანამემამულე მონა ბარტელი 6:4, 6:3 დაამარცხა. მატჩი საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

ტურნირის 1/8-ფინალში კერბერი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულ მონიკა პუიგს შეხვდება. რიოში პუიგმა ფინალი სწორედ კერბერს მოუგო.

შეხვედრა 22 თებერვალს თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

Qatar Total Open-ის საპრიზო ფონდი 776 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117824