ფეხბურთი

21:20 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი “პორტუსთან” მოედნის ნაცვლად ტრიბუნაზე იქნება

იტალიის ჩემპიონი “იუვენტუსი” ლეონარდო ბონუჩის დასჯას აგრძელებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, ფულადი ჯარიმის შემდეგ 29 წლის მცველი ჩემპიონთა ლიგაზე, “პორტუს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი კი, მხოლოდ ისაა, რომ ბონუჩი სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩება ხვალინდელ დაპირისპირებაში.

ბონუჩის “პალერმოსთან” მატჩის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მასიმილიანო ალეგრისთან მოუვიდა და გუნდმა იგი ჯერ ფინანსური თვალსაზრისით დასაჯა, ახლა კი, მეორე მეთოდზეც გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ ალეგრისთან კონფლიქტი ბონუჩიმდე პაულო დიბალასა და სტეფან ლიხშტაინერსაც მოუვიდათ, მაგრამ არცერთი მათგანის მიმართ სანქცია არ გატარებულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114386