ჭადრაკი

11:29 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე პირველ ტურში დამარცხდა

თეირანში (ირანი) მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილების პირველი ტურის პარტიები ჩატარდა.

რაღა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრებისათვის გამორჩეულ ინტერესს ნანა ძაგნიძე- ჰარიკა დრონოვალს შეხვედრა იწვევს. სამწუხაროდ, ძაგნიძე დამარცხდა და პირველი ტურის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდა. ახლა ნანას უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს და მეორე ტურში, რომელიც დღეს ჩატარდება, აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან ყაიმის შემთხვევაშიც კი ჩემპიონობისათვის ბრძოლას გამოეთიშება.

გთავაზობთ მეოთხედფინალში მოასპარეზე წყვილების პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს:

ნანა ძაგნიძე(2525)-ჰარიკა დრონოვალი(ინდოეთი, 2539) 0:1

ანა მუზიჩუკი(უკრაინა, 2558)- ანტოანეტა სტეფანოვა(ბულგარეთი, 2512) 1:0

ალექსანდრა კოსტენიუკი(რუსეთი, 2549- შიქუნ ნი(ჩინეთი, 2399) 0.5:0.5

ჟუვენ ჯუნი(ჩინეთი, 2583)-ტან ჟონგი(ჩინეთი, 2502) 0.5: 0.5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118629