ფეხბურთი

1:45 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “მალაგამ” “ლას პალმასს” აჯობა

ლა ლიგის 23-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ლა როსალედაზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მალაგა” “ლას პალმასს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მატჩის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა. ანგარიში სტუმრებმა მე-19 წუთზე გახსნეს: ლემოსმა ბოლო 4 თამაშში მეორე შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა. ანდალუსიელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს – 27-ე წუთზე ფორნალის უცნაურ დარტყმას (ალბათ უფრო აწვდიდა და ბურთი აეჭრა) ხავი ვარასმა ალღო ვერ აუღო და ბურთი მის კარში აღმოჩნდა. 35-ე წუთზე კი, კანარელთა დაცვის ხაზი ჩავარდა, რასაც კეკოს კარგი გადაცემა ჩარლესის მიერ ახლო მანძილიდან გატანილი გოლ მოჰყვა.

“ლას პალმასს” შეხვედრის გადარჩენა ნამდვილად შეეძლო. მასპინძლებს 70-ე წუთზე ხოსე როდრიგესი გაუძევეს და 20 წუთზე მეტი უმცირესობაში მოუწიათ ყოფნა, თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად კანარელებმა ვერაფერი მოახერხეს და ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს – 2:1.

“ლას პალმასი” 28 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “მალაგა” კუნძულელების ქვემოთაა და 2 ქულით ჩამორჩება.

მალაგა – ლას პალმასი 2:1 (2:1)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, დემიჩელისი, ლ.ერნანდესი, ხ.კარლოსი, როსალესი, ხ.როდრიგესი, კამაჩო, ფორნალსი, ჩ.კასტრო, კეკო (დ.ლორენტე 73), ჩარლესი (მ.სანტოსი 78).
მწვრთნელი: მარსელო რომერო

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ბიგასი, ლემოსი, სიმონი, დ.კასტელიანო (ტანაუსუ 76), მესა (ხ.კასტელიანო 84), ვ.გომესი, ჰალილოვიჩი (მ.ე. გარსია 63), ვიერა, ბოატენგი, ხესე.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 0:1 ლემოსი (19), 1:1 ფორნალსი (27), 2:1 ჩარლესი (35)
გაფრთხილებები: ჩარლესი, ხ.ერნანდესი, კამაჩო, კეკო – ბოატენგი, ხესე, დ.კასტელიანო
გაძევება: ხ.როდრიგესი (70)
მსაჯი: ხოსე სანჩესი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129354