ფეხბურთი

23:55 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესს “არსენალიდან” წასვლა სურს

ლონდონის “არსენალის” შემტევს ლუკას პერესს სამუშაო ადგილის შეცვლა სურს – იუწყება გამოცემა Football Espana.

28 წლის ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და კლუბიდან წასვლა ნებისმიერ ფასად სურს.

“სიმართლე ისაა, რომ ლუკასი “არსენალში” თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და წასვლა ნებისმიერ ფასად სურს. არსენ ვენგერს მისთვის შანსი ფაქტობრივად არ მიუცია და მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ ჰქონია. ამიტომაც, ჩვენ წასვლა გვსურს. ლუკასს თამაში უნდა და ის ამას რომელიმე ძლიერ კლუბში მოახერხებს”, - განაცხადა როდრიგო ფერნანდეს ლოვილიმ.

შეგახსენებთ, რომ პერესი “არსენალში” 19 მილიონ ევროდ გასულ ზაფხულში “დეპორტივოდან” გადავიდა. მან “მეთოფეების” მაისურით ყველა ტურნირზე 17 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124101