ფეხბურთი

22:20 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

საკრისტანმა “სოსიედადთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“სოსიედადმა” მთავარ მწვრთნელს ეუსებიო საკრისტანს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ბასკური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

52 წლის სპეციალისტი ახალი ხელშეკრულების მიხედვით, “ანოეტაზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ საკრისტანმა “ჩური ურდინი” 2015 წლის 9 ნოემბერს ჩაიბარა. “სოსიედადი” მიმდინარე ლა ლიგაში 41 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100152