ფეხბურთი

21:22 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა: "ვერატი ჩემი მემკვიდრეა"

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ მისი მემკვიდრე იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატია. ამის შესახებ თურმე ინიესტას ბლეზ მატუიდისთვის უთქვამს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაასაჯაროვა.

“პსჟ-სა და “ბარსელონას” ბოლო მატჩის დროს, როდესაც ერთ-ერთი პაუზა იყო, მე მივედი ანდრეს ინიესტასთან და ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, მისი მემკვიდრე მარკო ვერატია – ესპანელი ამასთან დაკავშირებით დამეთანხმა”, - განაცხადა მატუიდიმ Le 10 Sport-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა იმის შესახებ თითქოს “ბარსელონა” ვერატის პერსონითაა დაინტერესებული. საგულისხმოა ისიც, რომ იტალიელიც არ გამორცხავს კატალონიაში გადაბარგებას:

“თუ პსჟ-ს დავტოვებ, ერთადერთი გუნდი, სადაც ჩემი თავი კარგად წარმომიდგენია “ბარსელონაა” – იქ მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და მათ გასახდელში ყოფნა ჩემთვის საპატიო იქნება”, - ამბობდა ვერატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124141