ფეხბურთი

18:50 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დასავლეთის თასი 2017: ცვლილებები კალენდარში

დიდთოვლობამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებული ტურნირის „დასავლეთის თასი 2017“-ს კალენდარში. უხვმა ნალექმა, შაბათ-კვირას ქუთაისში, წყალტუბოსა და ჩოხატაურში დანიშნული II ტურის მატჩების ჩატარება შეუძლებელი გახადა.

იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის (irff.ge) ცნობით, მონაწილე გუნდებთან შეთანხმებით, ირფფ-ს საშეჯიბრო და სამსაჯო განყოფილებებმა II ტურის შეხვედრათა ასეთი განრიგი დაადგინა:

I ჯგუფი
22.02. „იმერეთი“ (ხონი) - „სალხინო“ (მარტვილი) 12:00 („ტორპედოს“ ბაზა)
22.02. „ტორპედო-2“ (ქუთაისი) - „ლესიჭინე“ (ჩხოროწყუ) 14:00 („ტორპედოს“ ბაზა)

II ჯგუფი
21.02. „ბახმარო“ (ჩოხატაური) - „სამეგრელო“ (ჩხოროწყუ) 13:00 (წყალტუბო)
25.02. „მარგვეთი 2006“ (ზესტაფონი) - „სამგურალი-2“ (წყალტუბო) 14:00 (წყალტუბო)

რაც შეეხება, ასევე უამინდობის გამო II ჯგუფში „ბახმაროსა“ და „მარგვეთი 2006“-ს შორის გამოტოვებულ მატჩს, მისი გამართვა 27 თებერვალს წყალტუბოშია დაგეგმილი (დასაწყისი 14:00 საათზე).

0.12251