თამაშგარე

12:00 | 20.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსის ცოლი ყველაზე სექსუალურად აღიარეს

მადრიდის “რეალის” ასაკშეპარული მცველის, სერხიო რამოსის მეუღლე, მოდელი პილარ რუბიო ერთ-ერთმა ესპანურმა ბულვარულმა გამოცემამ, ესპანეთში ბურთის მაგორებელ ფეხბურთელების ცოლთა შორის გამოარჩია და ყველაზე ლამაზ, მიმზიდველ და სექსუალურ ქალად დაასახელა.

გამოცემამ ეს გადაწყვეტილება მკითხველების გამოკითხვის შედეგად მიიღო და სწორედ რიგითმა მკითხველებმა და ფეხბურთის ქომაგებმა აირჩიეს სერხიოს ცოლი. აღსანიშნავია, რომ პილარ რუბიოსათვის ეს პირველი დიდი და მნიშვნელოვანი წარმატება იყო ფეხბურთელის ცოლის იმიჯის ქვეშ.

პილარ რუბიო პოდიუმზე უკვე 10 წელზე მეტია რაც დგას და ამასწინათ დაიჩივლა კიდეც, დავიღალე მუდმივად ფორმაში ყოფნის შიშისა და რეჟიმში ცხოვრებით და მგონი დროა ბიკინები ლურსმანზე ჩამოვკიდოო. აბა ყველა სერხიო რამოსი ხომ არ იქნება, დრო-ჟამს რომ არ ეუპებოდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111103