ფეხბურთი

20:54 | 19.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" დანიელებთან წააგო

"საბურთალო", რომელიც თურქულ შეკრებას აგრძელებს, ამხანაგურ შეხვედრაში დანიის პირველი ლიგის ბინადარ "ვეილესთან" 1:4 დამარცხდა.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ძირითად თერთმეტეულში გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა, თუმცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მისცა. "საბურთალოდან" ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმიდან გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა, რომელიც 60-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.

საბურთალო: გოშაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, ელვინ ტერა, ბიძინაშვილი, კოხრეიძე, ჩოგაძე, ფანცულაია, შინდაგორიძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: იაშვილი, გვარაძე, იმნაძე, ვაგნერი, ალთუნაშვილი, არზიანი, ხარაიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114006